"რეალი" "სიტის" წინააღმდეგ თამაშს ინგლისში არ აპირებს

AutoSharing Option
The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ცდილობს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი "სიტისთან" ნეიტრალურ არენაზე ჩაატარებინოს.

"სამეფო კლუბს" არ სურს აგვისტოში ინგლისში გაფრენა, რამდენადაც იქ ცუდი ეპიდემიური გარემოა. კლუბის ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნას ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობის დაცვის სურვილით ხსნის.

გასულ კვირას უეფამ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალებიდან მოყოლებული, რვიანის ფორმატში ჩაივლის, თუმცა დარჩენილი მერვედფინალები დაგეგმილ ქალაქებში ჩატარდება.

26 თებერვალს "რეალი" სახლში "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
და ეგეც მადრიდში რო გაიმართოს? პეპს უყვარს მადრიდში თამაში. რა ნაგლები არიან პროსტა, არ გინდათ და ჩაგეთვლებად ტექნიკური წაგება, სულ პერესის ჭკუაზე რატო უნდა იაროს უეფამ. სიტი რო მადრიდში ჩამოვიდა ესპანეთში კარგი სუტიაცია იყო? ტიპებს რა ბედი აქვთ, მთელი გუნდი დაუბრუნდათ ამ შესვენებაზე, მანამდე ბარსასთან განწირულები იყვნენ და იქაც კლასიკო გადაუდეს, ეხლა ჩასვლა არ უნდათ თურმე. პირდაპირ აიღეთ თასი და წაიღეთ მაშინ, როგორც წინა წლებში, 2016 ში მაგალIთად, ვოლსსბურგზე ძლიერ გუნდს რო არ შეხვედრიან
22
რამდენი სირიკო უაზრობას დაწერს, იმდენი მადრიდის ჰეიტერებს საქმე მიეცემათ ხოლმე)))
BOSS
21:44 23-06-2020
2

სიახლეები პოპულარული