კროოსს ნაბახუსევზე სასწრაფო დახმარებისს გამოძახება მოუწია

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გაამხილა, თუ როგორ დათვრა 2012 წელს "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემდეგ, როდესაც "ბაიერნის" ღირსებას იცავდა.

"ეს კარგი არ იყო, მაგრამ მიზეზი მქონდა. მახსოვს, ჩემმა მეუღლე ჯესიმ მაშინ მითხრა, რომ ექიმის გამოძახება არ შეიძლებოდა.

წარმოგიდგენიათ, მე სასწრაფო დახმარება დათრობის გამო გამოვიძახე? რა მექნა, დამარცხების გამო გამოწვეული სიმწრის გაქარწყლების სხვა გზა არ მქონდა. ბოლოს და ბოლოს თავად მომიწია სასწრაფოში დარეკვა. უფრო ცუდად გახდომის უფლება არ მქონდა", - აღიარა ფეხბურთელმა Goal-თან.

იმ მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში
კი "ჩელსიმ" 4:3 გაიმარჯვა.

კროოსი "ბაიერნში" 2007-2014 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც "რეალში" გადავიდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც შეიძლება ინატროს ფეხბურთელმა,თითქმის ყველა ტიტული აქვს მოგებული, რეალის უცვლელი ფეხბურთელია და ერთი პახმელია ეპატიება :)))
????
11:51 15-09-2020
0
წარაკუა
emre
13:13 27-06-2020
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული