დღეს, 10 ივლისს, უეფას შტაბბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის 1/4-ფინალური და 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
1/4-ფინალის კენჭისყრის შედეგები კი ასე გამოიყურება:
1. "რეალი" / "მანჩესტერ სიტი" - "ლიონი" / "იუვენტუსი"
2. "ლაიპციგი" - "ატლეტიკო"
3. "ნაპოლი" / "ბარსელონა" - "ჩელსი" / "ბაიერნი"
4. "ატალანტა" - პსჟ
ნახევარფინალური წყვილები კი ასე განაწილდა: 1-ელ წყვილში გამარჯვებული შეხვდება მე-3 წყვილში გამარჯვებულს, ხოლო მე-2 წყვილში მოგებული მე-4 წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა მარტში შეჩერდა და უეფამ ტურნირის აგვისტოში ჩამთავრების შესახებ
მიიღო განაწყვეტილება. შეჯიბრება პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დამთავრდება და წყვილებში გამარჯვებულის ბედს 1-მატჩიანი დაპირისპირება გადაწყვეტს.