"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "ნაპოლისთან" განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ ოპტიმისტურ განწყობაზეა.
"ალავესთან" უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ოსასუნასთან". ამ შეხვედრაში გუნდს უფრო დავემსგავსეთ. ასევე გვმართებს გაგრძელება, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით რთული დაპირისპირება იქნება - ინტენსივობა და მაღალი პრესინგი.
ახლა ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ჩემპიონატის თვითდაჯერებულად დასრულება. გადავიტვირთებით და "ნაპოლისთან" მოედანზე ჩვენს საუკეთესო ფორმაში გავალთ", - განუცხადა დე იონგმა "მარკას".
შეგახსენებთ, "ნაპოლისთან" პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 8 აგვისტოს გაიმართება.