აგუერო "რეალთან" მატჩისათვის დღეში სამჯერადად ვარჯიშობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ნავარაუდევზე ადრე დაიწყო ვარჯიში.

"დეილი მეილის" ცნობით, 32 წლის არგენტინელი ტრენაჟორებზე დღეში სამჯერ ვარჯიშობს და მალე სირბილს დაიწყებს.

მას იმედი აქვს, რომ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ თუ "სიტიმ" მეოთხედფინალს უწია, უეჭველი ითამაშებს.

სერხიომ მენისკის ტრავმა "ბარნლისთან" მატჩში (5:0) მიიღო და ოპერაცია ბარსელონაში გაუკეთეს.

"სიტიმ" მადრიდში "რეალს" 2:1 სძლია, განმეორებითი შეხვედრა კი 7 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი აგუერო, მოოხოდე და გაიმარჯვეთ რეალთან.
k.l.
15:54 23-07-2020
2

სიახლეები პოპულარული