ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან ჩაშლის პირასაა.
უკანასკნელ კვირაში ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მოულოდნელად მაღალი ტემპებით გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, გუშინ, 25 ივლისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ესპანეთიდან შემოსული ადამიანები ორ კვირიან კარანტინში ამყოფოს.
AS-ის ცნობით, უეფას ხელმძღვანელობა ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებს გამართავს, რათა ზემოაღნიშნული საკითხი დაარეგულიროს.
შეგახსენებთ, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" პირველი შეხვედრა ინგლისელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.