გატუზო "ბარსელონასთან" მატჩზე: შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ორი კვირის შემდეგ შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ. ჩვენ ხომ არასოდეს არ გავსულვართ ამ ტურნირის მეოთხედფინალში. ახლა კონცენტრაციის შენარჩუნება რთულია, ვინაიდან ძალიან ცხელა და ძნელია სახლში დარჩენა, ყველას გული ზღვისკენ მიუწევს. რა თქმა უნდა, უკანასკნელი კვირეების განმავლობაში თავს ცოტა განტვირთვის უფლება მივეცით.

"ბარსელონასთან" მცირე შეცდომის დაშვებაც კი არ შეიძლება, რადგან მათ გოლის გატანა ნახევარმომენტიდანაც შეუძლიათ. მთელი 95 წუთის მანძილზე მობილიზება გვმართებს.

ვიღაც ფიქრობს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ადვილი იქნება, თუმცა
ეს ასე არ არის. გუნდურად უნდა ვითამაშოთ, აზრიანად და მეტოქეს თავისუფალი ზონები არ უნდა დავუტოვოთ", - ციტირებს გატუზოს Football Italia.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი "კამპ ნოუზე" 8 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გატუზო ეგ თვალები გაისწორე ჯობია.
ბრუცი
18:51 26-07-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული