შესაძლოა, უეფამ "ბარსელონა"-"ნაპოლი" კატალონიაში არ ჩაატაროს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონასა" და "ნაპოლის" მატჩი, შესაძლოა, ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდეს.

RAC1-ის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრად ზრდის გამო უეფა მატჩის სხვა ადგილზე ჩატარებას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ უეფამ ამ საკითხზე ჯანდაცვის დეპარტამენტს მიმართა. დეპარტამენტში რამდენიმე დღეა განიხილავენ, რამდენად სახიფათო იქნება ფეხბურთელებისთვის კატალონიაში თამაში. შესაბამისად, გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ასევე, ცნობილი იქნება მატჩის ჩატარების ალტერნატიული ადგილი.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალის მატჩი "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის 8 აგვისტოსაა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული