მილიტაოს ფიქრები - "სიტის" კარში გოლის ავტორი ვიქნები

AutoSharing Option
"რეალის" მცველმა ედერ მილიტაომ "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ემოციური შეხვედრა და ჩემთვის უნიკალური მომენტი იქნება. რამოსი მოედანზე არ იქნება და ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

მეტოქე გუნდიდან ყველა სახიფათოა, განსაკუთრებით, გაბრიელ ჟეზუსი.

ჯერ "რეალში" არ გამიტანია, თუმცა შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორ გავიტან მანჩესტერში. გამარჯვების გოლს თავით. ოღონდ არ ვიცი, როგორ ვიზეიმებ. შეუძლებელი არაფერია, ასე რომ, სწორედ ასე წარმომიდგენია.

მინდა ვუთხრა მადრიდისტებს: "ჩვენი კაპიტანი ვერ დაგვეხმარება, მაგრამ მე მოე
დანზე ვიქნები. კარგ მატჩს ჩავატარებ, მერწმუნეთ. ჩვენ გავიმარჯვებთ".

"მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" შეხვედრა 7 აგვისტოს "ეტიჰადზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სიტის ვუსურვებთ ეს დამპალი რეალი დაამარცხოს.
sitis fanebi.
16:28 03-08-2020
1
მილიტაო წინასწარ ნუ იჯგიმებით ყველა. არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს და ვინ არა, პროგნოზი ძალიან სახიფათო რამ არის.
Temo
15:32 03-08-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული