"ბარსელონამ" კორონავირუსის გამო "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა, ფაქტობრივად, დაკარგა, ვინაიდან "კამპ ნოუზე" მაყურებლებს დასწრების უფლება არა აქვთ. ნეაპოლურმა კლუბმა კი ესპანეთში ეპიდემიის ზრდის შემთხვევების მომიზეზებით შეხვედრის საერთოდ ნეიტრალურ მოედანზე გადატანა მოითხოვა, რაზეც უეფასგან უარი მიიღო.
ამის გამო "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკმაყოფილება ვერ დამალა.
"უეფას არ ესმის, არ ხედავს და არ ლაპარაკობს. უეფასთვის, იმედი მაქვს, რომ არაფერი მოხდება. თუ მაინც რამე მოხდება, ჯოჯოხეთს მოვუწყობთ", - განაცხადა დე ლაურენტისმა Sky Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამ გუნდების
პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 8 აგვისტოს გაიმართება.
უეფამ ნეაპოლელთა ვედრება არ ისმინა - "ბარსელონა"-"ნაპოლი" "კამპ ნოუზე" გაიმართება
დე ლაურენტისი: ესპანეთში საშიშია - რატომ არ უნდა შევხვდეთ "ბარსელონას" პორტუგალიაში?
შესაძლოა, უეფამ "ბარსელონა"-"ნაპოლი" კატალონიაში არ ჩაატაროს