არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის 2 ფავორიტი დაასახელა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ექსდამრიგებელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 2 მთავარი ფავორიტი დაასახელა და განაცხადა, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების საუკეთესო შანსები პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" აქვთ.

"როცა "ატალანტას" ან "ატლეტიკოს" ეთამაშები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩემთვის ლიგის ფავორიტები "მანჩესტერ სიტი" და პსჟ არიან, რადგან მათ ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ვხედავ, რომ პსჟ გაცილებით ძლიერია, ვიდრე 4 წლის წინ იყო. მაშინ კონკურენციაც უფრო დიდი გახლდათ. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ევროპული ფეხბურთის დონე უმაღლეს დონეზეა და ეს გუნდები საუკეთესოთა შორის
შედიან.

არაა საჭირო მიზეზების ძიება, თუ ჯერ რატომ ვერ მოიგო პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგა. "რეალმაც" ვერ გაიმარჯვა ამ შეჯიბრებაზე 10-15 წელი, შემდეგ კი თასი სამჯერ ზედიზედ აღმართა", - განაცხადა ვენგერმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალთან" განმეორებითი მატჩის ჩატარება ელის წინ. პირველი შეხვედრა ბრიტანელებმა გასვლაზე, ანგარიშით 2:1 მოიგეს. პსჟ კი უკვე გასულია 1/4-ფინალში, სადაც იტალიურ "ატალანტას" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
რეალის ჩამოწერა ნაადრევი ხომ არ არის მეგობრებო ამხელა რესურსის მქონე გუნდია და სიტის ბარიერი არამგონია რამე იყოს ორიანი ორიანი დაწერეთ
0
ისე არამგონია რეალისთვის ძან დიდი მნიშვნელობა ქონდს გასვლას და სახში თამაშს.გამოუცდელი გუნდი ხომარა ფსიქოლოგიური წნეხი ქონდეს გასვლაზე?მე უფრო თააშის წასვლაზე ვფიქრობ შედეგს კონკრეტულ ამ დგეს ვის წაუვა უკეთ და ვის გაუმართლებს. სიძლერით აქ არ გადაწყდება შედეგი.სიტი ფორმაშია რეალი საკუთარ ტურნირზე თამაშობს:)
mosexoneli
07:19 05-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული