რუნი: "ბარსასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალები ფერგიუსონის გამო წავაგეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ სერ ალექს ფერგიუსონი 2009 და 2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალებში "ბარსელონასთან" წაგებულ მატჩებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "ფერგიმ" ორივეჯერ არასწორი ტაქტიკა აირჩია.

"ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი გვარდიოლას "ბარსელონასთან" ისე წავაგეთ, რომ მაღალ პრესინგს ვეთამაშებოდით და ასე ვაპირებდით მათთვის გვეჯობნა, რაც თვითმკვლელობა იყო.

ახლაც მახსოვს, რას გვეუბნებოდა ალექს ფერგიუსონი: "ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. იმ სტილში შევუტევთ, როგორც ამ კლუბის საფეხბურთო კულტურას შეესაბამება." სიმართლე რომ გითხრათ, ამ გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვები შემქონდა.

ვფიქრობ, საკუთარ გონებაში ყველა ფეხბურთელმა
იცოდა, რომ ეს არასწორი მიდგომა იყო და იმ გზაზე ვთქვით უარი, რომელმაც წარმატება 2009 წლის სეზონის ნახევარფინალში მოგვიტანა. და ბუნებრივია, ჩვენ ორივე ფინალი წავაგეთ", - განაცხადა რუნიმ.

ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" 1986-დან 2013 წლამდე წვრთნიდა. 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსამ" "ეშმაკებს" 2:0 მოუგო, 2011 წელს კი - 3:1.

მომზადებულია Give me Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული