ვარანი "სიტისთან" მატჩზე: "რეალს" კარგი გუნდის წინააღმდეგ რთული მატჩი ელოდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩზე საუბრობს. "რეალი" "მანჩესტერ სიტის" 7 აგვისტოს "ეტიჰადის" არენაზე დაუპირისპირდება.

"ყოველდღე მოგება გვინდა. ჩვენ "რეალი" ვართ. ბოლო პერიოდში მატჩები არ გვქონდა. ამიტომ გვაქვს დრო, რომ შესაბამისად მოვემზადოთ. გაიმარჯვებს საუკეთესო გუნდი. ჩვენ შეხვედრას გამარჯვების სურვილითა და თავდაჯერებულობით დავიწყებთ.

ჩვენ კარგ გუნდთან რთული მატჩი გველოდება. პირველ მატჩში "რეალმა" და "სიტიმ" უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს, შედეგი კი უმცირესმა დეტალებმა გადაწყვიტა.

ჩვენც და "სიტისაც" ბურთის ფლობა მოგვწონს. ასეთი გუნდების შეხვედრა ყოველთვის დაძაბულია, რაც მაღალ კონცენტრაციას
მოითხოვს", - განაცხადა ვარანმა "რეალის" "თვითერის" ვიდეოში.

შეგახსენებთ, 1/8-ფინალის პირველ მატჩში "რეალი" "სიტისთან" 1:2 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული