უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

დიბალა და რონალდო "ლიონთან" მატჩის განაცხადში არიან

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის განაცხადი გამოაცხადა, რომელშიც თავდამსხმელები პაულო დიბალა და კრიშტიანო რონალდო არიან.

რონალდო ჩემპიონატის ბოლო მატჩში "რომასთან" დაასვენეს, დიბალამ კი "სამპდორიასთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ბოლო ორ ტურში არ უთამაშია.

პაულოს მარცხენა ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაჭიმული, თუმცა მომჯობინდა და შაბათს ექიმებმა გუნდთან ერთად ვარჯიშის ნება დართეს.

შეგახსენებთ, "ლიონმა" იუვესთან" სახლში 1:0 იმარჯვა, საპასუხო შეხვედრა კი ტურინში 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ