გვარდიოლა: ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დაცვის თამაშის გაუმჯობესება გვმართებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი გუნდის დაცვის თამაშის გაუმჯობესებაზე საუბრობს.

"თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. აქ გოლების გაშვებაზე კი არა, არამედ იმაზეა ლაპარაკი, თუ როგორ გვიტანენ გოლებს.

უმეტეს შემთხვევაში ეს გოლები არ უნდა გაგვეშვა. ეს ვიცით, ამაზე ბოლო წლებია ვსაუბრობთ", - ციტირებს გვარდიოლას BBC.

7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "სიტი" "რეალს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, მადრიდში "ქალაქელებმა" 2:1 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული