სარი დიბალას მდგომარეობას დილას დაადგენს, რონალდო სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ თავისი გუნდის თავდამსხმელების - პაულო დიბალასა და რონალდოს მდგომარეობაზე ისაუბრა.

"პაულო ჯერ კიდევ ტრავმას ირჩენს. ვნახოთ, დილას როგორ მდგომარეობაში იქნება. მას და ექიმებს დაველაპარაკები.

რონალდო კარგად ვარჯიშობს. გუშინ ლამაზი გოლი გაიტანა. თამაშისთვის ჭკვიანურად ემზადება", - განუცხადა სარიმ Goal-ს.

ფრანგულმა გუნდმა სახლში პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო, საპასუხო კი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რად უნდა იუვენტუსს პოგბა.. დიბალა ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მესის და რონალდოს შემდეგ ასეთი სტაბილური არგენტინელი ძანეტის შემდეგ არ ყოლია არგენტინას მის პოზიციაზე საუკეთესოა მსოფლიოში მოკლედ მწვრთნელი უნდა არგენტინას ტვინიანი სტრატეგი რა ვუყოთ რომ ასაკშია არც დათანხმდება (აბა გამოიცანით)
kaxa
02:23 07-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული