"რეალი" "მანჩესტერ სიტისთან" მადრიდში ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში 1:2 დამარცხდა და საპასუხო შეხვედრის წინ რთულ სიტუაციაშია, მით უმეტეს, გუნდს მისი კაპიტანი სერხიო რამოსი ვერ დაეხმარება (სავარაუდოდ, მილიტაო შეცვლის). თუმცა, იმის გამო, რომ "ეტიჰადზე" გულშემატკივრები არ იქნებიან, მასპინძლებმა, ფაქტობრივად, საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგეს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრავმირებულია "ქალაქელთა" თავდამსხმელი სერხიო აგუერო.
მატჩის წინ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.
"ამ თამაშისთვის ვემზადებოდით და გუნდი წესრიგშია. ვიცით, რომ არასახარბიელო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ეს კიდევ ერთი ფინალია. შესანიშნავი მატჩის ჩატ
არებას შევეცდებით.
არ ვიცი, რა იქნება ხვალ, თუმცა ეს ორი შესანიშნავი გუნდის კარგი დაპირისპირება იქნება. ჩვენ ვიცით სიტუაცია და პირველი შეხვედრის შედეგი. თუ გვინდა ბოლომდე გავიდეთ, წინ ოთხი ფინალი გველის.
ბეილზე უკვე ბევრი რამ ითქვა. ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით ვეკიდებით. მასთან პირადი საუბარი მქონდა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თამაში არ უნდა. დანარჩენი ჩვენ შორის უნდა დარჩეს", - ციტირებს ზიდანს "მარკა".
ბეილზე უკვე ბევრი რამ ითქვა. ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით ვეკიდებით. მასთან პირადი საუბარი მქონდა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თამაში არ უნდა. დანარჩენი ჩვენ შორის უნდა დარჩეს", - ციტირებს ზიდანს "მარკა".
"მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.