35 წლის კრიშტიანომ კულულები შეიჭრა, მოკლე ვარცხნილობა გაიკეთა და "ინსტაგრამზე" დაწერა: "შესანიშნავი ტურნირი ბრუნდება!".
"იუვენტუსს" "ლიონთან" პირველი მატჩი 0:1 აქვს წაგებული, საპასუხო კი დღეს ტურინში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"იუვეს" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ პორტუგალიელი შეხვედრისთვის ხალისიანად ემზადება.
სარი დიბალას მდგომარეობას დილას დაადგენს, რონალდო სათამაშოდ მზადაა