უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ბარსელონა"-"ნაპოლი" - კატალონიელები 7 დუბლიორითა და ბუსკეტსისა და ვიდალის გარეშე

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩისთვის თავისი გუნდის განაცხადი გამოაცხადა.

მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადში დუბლშემადგენლობის 7 ფეხბურთელი შეიყვანა. სამაგიეროდ ნეაპოლურ გუნდთან არ ითამაშებენ წასასვლელად გამზადებული არტური, ტრავმირებული უსმან დემბელე და დისკვალიფიცირებულები - სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი.

მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტო, პენია

მცველები: რობერტო, სემედო, პიკე, ალბა, ფირპო, ლანგლე, არაუხო, მინგესა

ნახევარმცველები: რაკიტიჩი, დე იონგი, პუჩი, მონჩუ, რეისი, ორელიანა

თავდამსხმელები: მესი, სუარესი, გრიზმანი, ფატი, დე ლა ფუენტე

ნეაპოლში პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, საპასუხო კი "კამპ ნოუზე" 8 აგვისტოს თბილისის
დროით 23:00 საათზე დაიწყება.