"იუვენტუსი" დაწყევლილი გუნდია" - სარიმ წაგებას ახსნა მოუძებნა

AutoSharing Option
გუშინ, 7 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ტურინის "იუვენტუსმა" "ლიონს" კრიშტიანო რონალდოს დუბლით 2:1 სძლია. თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ტურინელების მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იმ ტურნირიდან გავარდით, სადაც 8-დან 6 მატჩი მოვიგეთ. ერთი ფრედ ვითამაშეთ და ერთშიც დავმარცხდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 8 შეხვედრაში 19 ქულა გვექნებოდა. თუ ჩემპიონთა ლიგაზე იქნებოდა სატურნირო ცხრილი, ჩვენ პირველზე ან მეორე ადგილზე ვიქნებოდით. ამის ნაცვლად კი გავარდით. 

ეს ძალიან საწყენია, თუმცა ნათელია,
რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე დაწყევლილია. ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე ბრძოლობდნენ, მთელი გული ჩადეს თამაშში. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი საბოლოოდ ჩვენს საწინააღმდეგოდაა." - განაცხადა სარიმ. 

alt"ლიონის" მწვრთნელი: ეს ყველაზე სასიამოვნო წაგებაა

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "იუვენტუსი" და უმწეო "რეალი" გავარდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერაა ეს კაცი გონებრივად ჯანმრთელად რა დაწყევლილი რის დაწყევლილი აფრენს ნამდვილად
ზურა
22:50 08-08-2020
0
მარტო ამ ბოდიალა ლაპარაკისთვის იყო გასაგდები და გააგდეს კიდეც...
ზურა
22:02 08-08-2020
0

სიახლეები პოპულარული