გატუზო: "ბარსა" დავჯაბნეთ, მაგრამ ნახევარი საათით ჩავიძინეთ და მოგება ვაჩუქეთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ნამატჩევს (1:3) იმედგაცრუებული იყო.

"თითქოს ნახევარი საათით ჩავიძინეთ, სამი სულელური გოლი გავუშვით და რამდენიმე ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვით.

აგრეთვე მე ვიხილე გუნდი, რომელმაც "ბარსელონაზე" კოლოსალური ზეწოლა განახორციელა. დებიუტში ორჯერ უნდა გაგვეტანა, ამის ნაცვლად კი გოლი გავუშვით. მე ვცოფდები, როდესაც სტანდარტულებიდან გვიტანენ, უბრალოდ ჭკუიდან გადავდივარ.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვდომინირებდით. ორჯერ მეტჯერ დავარტყით კარში, მეტოქეზე მეტად ვფლობდით ბურთს, ადვილად ვჯაბნიდით მათ მცველებს.

ჩანდა, რომ მეორე ტაიმში "ბარსელონას" ძალიან უჭირდა. ვიღაც ამბობდა, რომ "ბარსა" დუბლებით თამაშობდა,
მაგრამ მე ვხედავდი გუნდს, რომლის საერთო ღირებულება ასეული მილიონებია.

ნახევარი საათით ჩავიძინეთ და "ბარსელონას" მოგება ვაჩუქეთ. იმედგაცრუებული ვარ.

თითქმის 7-8 წელი გავიდა, რაც "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე ბურთის ფლობა 43-57%-ზე არ ჰქონდა. სეტიენმა იცის, რომ მის მუშაობას მრავალი წლის მანძილზე ვაკვირდები. ადრეც გვქონდა საუბარი, გარკვეული პერიოდის მანძილზე ვმეგობრობდით კიდეც. ვფიქრობ, მას ფეხბურთზე ძალიან საინტერესო შეხედულება აქვს და ჩვენ სპორტზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს", - განუცხადა გატუზომ Sport Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გატუზომ, ეტყობა, სხვა ფეხბურთს უყურა. ისე, ჩვენსი იტყვიან: "გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი!"
ზესტა
20:08 09-08-2020
0
ჩემები მაგრები არიან, ისინი სუსტები, წავაგეთ, რადგან ბურთი მრგვალიაო... აბა სიმონ! კვადრატნი რომ ყოფილიყო, მოიგებდით ხომ? ეხ გატუზო, გატუზო, ტუზი აფრიკაშიც ტუზია. აპაა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18:49 09-08-2020
1

სიახლეები პოპულარული