გვარდიოლა: ლიგას თუ ვერ მოვიგებთ, პრობლემა არ იქნება

AutoSharing Option
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩზე საუბრობს. ინგლისური კლუბის მოწინააღმდეგე “ლიონია”, რომელმაც 1/8 ფინალში ტურინის “იუვენტუსი” გამოთიშა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფები ერთ თამაშიანი იქნება. 

“ეს თამაშები მსოფლიო ჩემპიონატს დაემსგავსება. შენ ან იმარჯვებ, ან გავარდები. ვნახოთ, “ლიონთან” როგორ ვითამაშებთ, საპასუხო მატჩის უფლება აღარ გვექნება, შესაბამისად შეცდომა არ უნდა დავუშვათ. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებით, თუმცა თუ ვერ მოვახერხებთ, კატასტროფად არ ჩავთვლი. თუ წასვლა მომიწევს, მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს, შესაბამისად საწყენი არ იქნება. 

საქმე ტიტულებში
კი არ არის, არამედ ურთიერთობებში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ინგლისელებთან ურთიერთობა. ნახევრად მწვრთნელი ვარ, ნახევრად ადამიანი - ასეა ჩემი ცხოვრება მოწყობილი.

“ბაიერნთან” ერთად უამრავი ტიტული მოვიგე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერა. ნიშნავს ეს იმას რომ არ ვიყავი ბედნიერი? არა, რა თქმა უნდა.”  - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაიკიდე და გულზე მოგეშვებაო ამბობს გვარდიოლა.
kaxeli
14:50 10-08-2020
0
ბაიერნით გერმანიაში ტიტულებს მეც მოვიგებ შე კაცო.შენთვის არიქნებ პრობლემა თორე აბ კითხე სიტის გულშემატკივრებს.მილიარდზე მეტი ფული, მოქცეს ამისთვის პატრონებმა.
mosexoneli
07:34 10-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული