უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ლოთარ მატეუსი: “ბაიერნმა” ძალიან ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას, რომ ამ “ბარსელონას” ვერ მოუგოს

AutoSharing Option
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მცველი ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ 1/4 ფინალურ მატჩზე საუბრობს, სადაც გერმანელები კატალონიის “ბარსელონასთან” გაარკვევენ ნახევარფინალისტს. 

“რა თქმა უნდა, “ბარსელონას” აქვს შესაძლებლობა, რომ საუკეთესო თამაში ითამაშოს, მაგრამ “ბაიერნმა” უამრავი შეცდომა უნდა დაუშვას, რომ ასეთ “ბარსელონას” ვერ მოუგოს. 

მაგრამ მსგავს ფორმატში რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა. სადღაც შეიძლება კარგად ითამაშო, სადღაც - ცუდად. ერტ მატჩიან შეხვედრებში ვერ გაიგებ რა მოხდება.” - თქვა მატეუსმა სქაი ჯერმანისთან საუბარში.