უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მესის ფეხი აქვს შეშუპებული, მაგრამ "ბაიერნთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისას "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ფეხი იტკინა და კატალონიური "სპორტის" ცნობით, შესიებული აქვს, სტკივა, თუმცა მკურნალობს და "ბაიერნთან" ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.

მან მეორე ტაიმში მოედანზე გასვლის წინ თანაგუნდელებს უთხრა, რომ მართალია, ორი ბურთით იყვნენ წინ, მაგრამ მშვიდად, სისულელეების გარეშე უნდა ეთამაშათ.

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" შეხვედრა ლისაბონში 14 აგვისტოს გაიმართება.