თბილისის "დინამოს" კვლავ უნდა ვძლიოთო - ალბანელები ოპტიმისტობენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" "ტირანას" შეხვდება. ალბანური გუნდის 47 წლის მწვრთნელმა ნდუბუისი ემანუელ ეგბომ მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

ის ნიგერიის ნაკრების ყოფილი მეკარეა, რომლის ღირსება 12 მატჩში დაიცვა, "ტირანაში" 2001-2004 წლებში თამაშობდა, 2014-2019 წლებში ამავე გუნდში გოლკიპერთა მწვრთნელი იყო, ხოლო გასული სეზონიდან მთავარი მწვრთნელი გახდა. ის პირველი აფრიკელი სპეციალისტია, რომლის ხელმძღვანელობით კლუბმა ევროპული ჩემპიონატი მოიგო.

"ყველანი, რომლებიც ამ სეზონში ჩემპიონები გახდნენ, ძალიან ძლიერი გუნდებია. სამწუხაროდ, სახლში კი არა, გასვლაზე მოგვიწევს თამაში. ეს ჩვენს ამოცანას უფრო ართულებს. "დინამოს"
წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი. ეს დიდი ხნის წინ იყო.

ახლა საქართველოში სეზონი მიმდინარეობს. მათთვის ეს კიდევ ერთი პლუსია. ჩემპიონატის ლიდერები რომ არიან, ესეც ამ გუნდზე ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს. თუმცა, ჩვენ ერთხელ უკვე დავამარცხეთ და ამის მიღწევა ისევ შეგვიძლია. ამიტომ იმედიანად ვარ. მიზნის მისაღევად საჭირო ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ", - ციტირებს ეგბოს კლუბის საიტი.

Sportall.Ge

ოპტიმისტურადაა განწყობილი კლუბის პრეზიდენტი ჰალილიც, რომელიც ამბობს, რომ კენჭისყრის შედეგით კმაყოფილია, რამეთუ ქართულ გუნდს ადრე შეხვედრიან, მშვიდადაა, შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვს და დასახული მიზნის მისაღწევად მალე სამ ფეხბურთელს დაიმატებენ.

თბილისის "დინამო" "ტირანას" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2003 წელს შეხვდა, სახლში 3:0 მოუგო, სტუმრად ასეთივე ანგარიშით დამარცხდა, პენალტების სერიაში კი ალბანურმა გუნდმა იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბიძიკო ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ!
მოგვიგებთ კიარა თბილისის დინამოს კარში გოლსაც ვერ გაიტანთ ისე წააგებთ 3:0 ზე!
გამარჯვებები და წარმატებები დინამო თბილისს ევროპულ ასპარეზზე!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
23:07 09-08-2020
2
ესეიგი ადრე მოგვიგეს და ამით არიან ოპტიმისტურად განწყობილნი, ეგრე ლივერპულს მოვუგეთ 81ში. მოკლედ მოსაგებია ეს მატჩი, ხვალ იმედია ჩვენც გაგვიმართლებს კენჭისყრაში, ყველა ქართულ კლუბს ვუსურვებ წარმატებას
Batumi90
22:58 09-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული