თბილისის "დინამოს" კვლავ უნდა ვძლიოთო - ალბანელები ოპტიმისტობენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" "ტირანას" შეხვდება. ალბანური გუნდის 47 წლის მწვრთნელმა ნდუბუისი ემანუელ ეგბომ მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

ის ნიგერიის ნაკრების ყოფილი მეკარეა, რომლის ღირსება 12 მატჩში დაიცვა, "ტირანაში" 2001-2004 წლებში თამაშობდა, 2014-2019 წლებში ამავე გუნდში გოლკიპერთა მწვრთნელი იყო, ხოლო გასული სეზონიდან მთავარი მწვრთნელი გახდა. ის პირველი აფრიკელი სპეციალისტია, რომლის ხელმძღვანელობით კლუბმა ევროპული ჩემპიონატი მოიგო.

"ყველანი, რომლებიც ამ სეზონში ჩემპიონები გახდნენ, ძალიან ძლიერი გუნდებია. სამწუხაროდ, სახლში კი არა, გასვლაზე მოგვიწევს თამაში. ეს ჩვენს ამოცანას უფრო ართულებს. "დინამოს"
წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი. ეს დიდი ხნის წინ იყო.

ახლა საქართველოში სეზონი მიმდინარეობს. მათთვის ეს კიდევ ერთი პლუსია. ჩემპიონატის ლიდერები რომ არიან, ესეც ამ გუნდზე ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს. თუმცა, ჩვენ ერთხელ უკვე დავამარცხეთ და ამის მიღწევა ისევ შეგვიძლია. ამიტომ იმედიანად ვარ. მიზნის მისაღევად საჭირო ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ", - ციტირებს ეგბოს კლუბის საიტი.

Sportall.Ge

ოპტიმისტურადაა განწყობილი კლუბის პრეზიდენტი ჰალილიც, რომელიც ამბობს, რომ კენჭისყრის შედეგით კმაყოფილია, რამეთუ ქართულ გუნდს ადრე შეხვედრიან, მშვიდადაა, შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვს და დასახული მიზნის მისაღწევად მალე სამ ფეხბურთელს დაიმატებენ.

თბილისის "დინამო" "ტირანას" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2003 წელს შეხვდა, სახლში 3:0 მოუგო, სტუმრად ასეთივე ანგარიშით დამარცხდა, პენალტების სერიაში კი ალბანურმა გუნდმა იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აფსუს!მესხის,მეტრეველის,ყიფიანის და ა.შ.ქვეყანაში ჩასვრილი ალბანეთის "ჭ"კლასის გუნდთან საჭოჭმანო გახდა ჩვენების მოგება.ყველაფერი კი ფედერაციიდან აყროლდა,სადაც ფარსადანოვიჩის შემდეგ ფეხბურთზე და შედეგზე აღარავის უფიქრია.ფედერაცია ფიფას და უეფას გადმოცემული ფულების ჭამით არის დაკავებული და ფეხბურთი(ბოდიში თქვენთან)სულ ფეხებზე კიდია.კობიაშვილმა და მუჯირმა საერთოდ აიღეს ნამუსზე ხელი,გარიგებულ და ტოტალიზატორებზე გათვლილ ჩასვრილ ჩემპიონატად იქცა საქართველოს პირველობა ფეხბურთში.სამარცხვინო და სამწუხაროა.
5
ჩვენების მოგების მჯერა
შოკირებული გულშემატკივარი
12:22 10-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული