გასპერინი: გულშემატკივრების იმედგაცრუების უფლება არა გვაქვს

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის წინ კომენტარი "ატალანტას" მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ გააკეთა:

"ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, ორმატჩიან დუელს მივანიჭებდი უპირატესობას. ჩვენ და პსჟ არასოდეს  შევხვედრივართ და ერთმანეთს მხოლოდ ვიდეოჩანაწერებით და ტელეტრანსლაციებით ვიცნობთ. ამ ტურნირზე მეორე შეხვედრას ყოველთვის უკეთ ვატარებდით - ზაგრების "დინამოსთან", "შახტარსა" და "მანჩესტერ სიტისთან".

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მწირი გამოცდილებითაც შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამარჯვებისთვის ბრძოლას, მოტივაციას და თავდადებას. ეს ფეხბურთის გულშემატკივრებს ყოველთვის მოსწონთ. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და ქომაგების იმედგაცრუების უფლება არა გვაქვს. მე შედეგზე
კი არა, იმაზე ვსაუბრობ, რომ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ".

"ატალანტასა" და პსჟ-ის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული