"ბაიერნის" ნახევარმცველ კოუტინიოს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონასთან" შეუძლია ითამაშოს.
ბრაზილიელი "ბარსელონადან" "ბაიერნშია" განათხოვრებული და საიჯარო ხელშეკრულებაში არ არის შეტანილი პუნქტი, რომლის მიხედვით კატალონიურ გუნდთან თამაშის უფლება არა აქვს.
გასულ სეზონში ბუნდესლიგის 23 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბაიერნისა" და "ბარსელონას" შეხვედრა 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"ბარსელონას" იმედი აქვს, რომ კოუტინიოს 80 მილიონ ევროდ გაყიდის
საუნესი: კოუტინიოს გაყიდვა "ლივერპულის" საუკეთესო ტრანსფერია