მათეუსისა და რუმენიგეს ნათქვამმა "ბარსელონა" გააღიზიანა და უფრო მოტივირებული გახადა

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა ბავარიელებს მოედანზე უპასუხოს

სეზონის კულმინაცია ახლოვდება, 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ამ მატჩს ნაადრევ ფინალად მიიჩნევენ და შესაძლოა, ეს ასეცაა.

"ბარსელონას" არასტაბილური და "ბაიერნის" დამაჯერებელი თამაშის გამო ბავარიელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ამას არც მალავენ.

"რეკორდმაისტერის" და გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა თქვა, რომ პარასკევს მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის თავის მემკვიდრეს, რობერტ ლევანდოვსკის შეხვდება, რომელიც არა მარტო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, არამედ ფეხბურთელიცაა და "ბარსა" ის აღარაა, რაც ადრე იყო.

მიუნხენური კლუბის გენერალურმა
დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ გერმანიას მანუელ ნოიერის და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით ორი უდიდესი მეკარე ჰყავს. პირველი მსოფლიოს კლასისაა, მეორე კი მის დონეს მხოლოდ უახლოვდება.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონა" მათეუსისა და რუმენიგეს გამონათქვამებმა გააღიზიანა. ეს გუნდს დამატებით მოტივაციას სძენს და მზად არიან თავიანთი უპირატესობა მოედანზე დაუმტკიცონ.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩი ლისაბონში 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
"კატალონიელი" გოჩაიების ფან-კლუბი გაიჩითა :)
1234
01:10 14-08-2020
0
ჩელსის მოუგო და აბლატავდა, მაგრები გონიათ თავი, მესის მჯერა 2 გოლს გაიტანს მინიმუმ და გააბუნძულებს ბაიერნს და მერე მოკეტავენ ჩაღუნავენ თავს სათქმელი აღარაფერი როაღარ ექნებათ.
geko
14:11 13-08-2020
3

სიახლეები პოპულარული