მათეუსისა და რუმენიგეს ნათქვამმა "ბარსელონა" გააღიზიანა და უფრო მოტივირებული გახადა

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა ბავარიელებს მოედანზე უპასუხოს

სეზონის კულმინაცია ახლოვდება, 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ამ მატჩს ნაადრევ ფინალად მიიჩნევენ და შესაძლოა, ეს ასეცაა.

"ბარსელონას" არასტაბილური და "ბაიერნის" დამაჯერებელი თამაშის გამო ბავარიელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ამას არც მალავენ.

"რეკორდმაისტერის" და გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა თქვა, რომ პარასკევს მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის თავის მემკვიდრეს, რობერტ ლევანდოვსკის შეხვდება, რომელიც არა მარტო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, არამედ ფეხბურთელიცაა და "ბარსა" ის აღარაა, რაც ადრე იყო.

მიუნხენური კლუბის გენერალურმა
დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ გერმანიას მანუელ ნოიერის და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით ორი უდიდესი მეკარე ჰყავს. პირველი მსოფლიოს კლასისაა, მეორე კი მის დონეს მხოლოდ უახლოვდება.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონა" მათეუსისა და რუმენიგეს გამონათქვამებმა გააღიზიანა. ეს გუნდს დამატებით მოტივაციას სძენს და მზად არიან თავიანთი უპირატესობა მოედანზე დაუმტკიცონ.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩი ლისაბონში 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
"კატალონიელი" გოჩაიების ფან-კლუბი გაიჩითა :)
1234
14 აგვისტო 2020 01:10
0
ჩელსის მოუგო და აბლატავდა, მაგრები გონიათ თავი, მესის მჯერა 2 გოლს გაიტანს მინიმუმ და გააბუნძულებს ბაიერნს და მერე მოკეტავენ ჩაღუნავენ თავს სათქმელი აღარაფერი როაღარ ექნებათ.
geko
13 აგვისტო 2020 14:11
3
კარველას თასზე, 1981 იყო თუ 1982 წელი, მოგვიგო რეალმა, ყიფიანი დაამტვრიეს და მესამე ადგილისთვის ბაიერნს ვუგებდით და მეორე ტაიმიდან გავიდნენ მოედნიდან. ასე რომ თვითონ ბჟუტურებ........
რაულ გონსალეს ბლსნკო
13 აგვისტო 2020 12:00
0
თუ 1981 წლის ტურნირს იხსენებ, ისეც გაიხსენე რომ ეს ის მათეუსია, ვინაც 80 წელს ევროპის ჩემპინი გახდა, 90 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ამავე წელს ოქროს ბუცი მისცეს), 91 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რეკორდსმენი ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდნებით 150 თამაში (გერმანიის ჩემიონობაზე დ ევრტოპულ ტურნირებზე აღარაფერს ვწერ) და კიდევ 4 შვილის მამაცაა, რუმენიგეზე აღარ დავწერ, ესეც საკმარისია მე მგონია, რაც დავწერე
ქართველი ადამიანი
13 აგვისტო 2020 14:02
1
ამათ ჯახში გამარჯვებულისა და სიტის შეხვედრაში გადაწყდება თასის მფლობელი.
emigranti
13 აგვისტო 2020 04:26
0
ეს ის მატეუსი და ის რუმენიგე არ არის? ყიფიანის დროის თბილისის დინამოს, კარაველას თასზე რომ გაექცნენ? მეორე ტაიმში სათამაშოდ არ გამოვიდნენ, არადა ჩვენები 2-0 უგებდნენ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 აგვისტო 2020 02:41
1
1981 წელს იყო ოთხთა ტურნირი მადრიდში, 2-1 იგებდა დინამო, მეორე ტაიმში არ გამოვიდნენ სათამაშოდ და ნახევარი საათის მერე თანხმობა განაცხადეს თამაშის გაგრძელებაზე, მაგრამ დინამომ უარი განაცხადა, და მათეუს 81 წელს
ბაიერნში რა უნდოდა? ეტყობა კარგად ერკვევა ეს ,,ვიღაცა’’’ ფეხბურთში!!!
Musenbezi
13 აგვისტო 2020 12:07
0
კი, რუმენიგე იყო, მაგრამ მათეუსი არ მახსოვს. რუმენიგემ კი გარკვეული ხნის შემდეგ (როცა ქართულ ფეხბურთს მძიმე დღე დაუდგა), წამოაყრანტალა, საქართველოს მსგავს გუნდებს ევროთსებზე არაფერი ესაქმებათო :)
:)
13 აგვისტო 2020 11:15
0
ყველა გამოხმაურება
როგორც რეალის ფანს ორივე მეზიზღება მაგრამ, ეს უტიფარი განცხადებები მაღიზიანებს, უნდა დააფასო მოწინააღმდეგე ნებისმიერი და მით უმეტეს ბარსელონა ტავისი ლიდერით ლიონელ ანდრეს მესით, რომელსაც მარტოს შეუძლია სასწაული მოახდინოს და ეს ყველას გვინახავს არაერთხელ, ან მოტივაციას რატო აძლევ დამატებით მოწინაარმდეგეს? ან შენს გუნდს რატომ უკეთებ დამატებით ნაჟიმს? მოკლედ კარგი ჯახი იქნება და ორივე თუ გავარდება კარგია )))))
viva Atalanta
Megreli
13 აგვისტო 2020 00:03
3
დღევანდელი ბაიერნი,გამოფატრულ ბარსელონასთან, ნამდვილად ფავორიტია,მაგრამ ძალიან მინდა ბარსელონამ კუდი გამოიქნიოს და ეს ხალხი ჩააჩუმოს.ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე.ბარსას დაცვა,ერთი დიდი ხვრელია,მაგრამ თუ მესიმ და სუარესმა აიწყვიტეს,მაშინ არც გერმანელებს ელით კარგი დღე.ერთ თამაშში,ბებერ ბარსელონასაც შეუძლია ნებისმიერის დამარცხება
სოსო
12 აგვისტო 2020 21:05
6
ვახო,არასოდეს,არავისი ფანი არა ვყოფილვარ,ფანის ახლანდელი გაგებით,გარდა საქართველოს ნებისმიერი ნაკრებისა,მაგრამ თუ ვინმეს ვგულშემატვკივრობ,ევროპაში,ეს პირველ რიგში, მესის ბარსელონაა.ვხედავ რას უშვრებიან ხელმძღვანელები გუნდს და ალბათ ამიტომ მღალატობს კორექტულობა.პირადად,კონკრეტულ ფეხბურთელებზე,არა მგონია როდისმე ცუდად რაიმე მეთქვას,თუ რაიმე ძალიან ცუდი არ ჩაიდინეს.ეს ნებისმიერი კლუბის და ნებისმიერ ფეხბურთელს ეხება.
სოსო
14 აგვისტო 2020 09:47
0
სოსო ადრე უფრო კორექტული იყავი და ეხლა რა დაგემართა? არ გვინდა ეს გამოფატრული, "ბებერი" და ესეთი კომენტარები. არ მოგწონს ბარსა? დაანებეთ თავი. ბოლოსდაბოლოს ნუ გვაღიზიანებთ ბარსას ქომაგებს. მე არ ვიძახი სულ გვაქეთ და გვადიდეთქო, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.
ვახო
13 აგვისტო 2020 15:31
0
Germanelebis mikvirs enis kontroli ician da mitom. Baierni sul momconda tu milans aretamasheboda garda mag shemtxvevisa. magram 14 agvistos barsas vubaleshikeb aucileblad, radgan mgonia rom roca shens cinaagmdeg mesi tamashobs enas kbili unda daachiro, igive shemizlia ronis cinaamdeg tamashze vtqva. Qusli tu eqna mcyobrshi magat shav dges gautenebs chemi azrit, odnav gundma unda aubas mxari. P.s baierni formashia tumca amdonis klubs cels arshexvedria.
Milani
12 აგვისტო 2020 19:31
2
რა თქმა უნდა,აშკარად გააღიზიანეს და ამ ენის უაზრო ჭარტალისთვის აუცილებლად დაისჯებიან.აქამდე ჰიონესი იყო უაზრო ენის ტარტარით ცნობილი და ახლა რუმენიგეც...კი მაგრამ ამ სეზონში შეხვედრია ბაიერნი ბარსას დონის გუნდს?დორტმუნდი,ლაიფციგი,ტოტენჰემი და ჩელსი,ამათზე ძლიერი არ შეხვედრია.გერმანელებს არ ჩვევიათ წინასწარ ტრაბახი,ეხლა რა ჯანდაბა დაემართათ.ან რის იმედად ასე დარწმუნებულად,საოცარია.ასე აღემატებიან ვითომ ბარსას?არ მგონია.
Master
12 აგვისტო 2020 19:07
4
სრულიად მოსალოდნელია სამაგიერო მიიღონ.ან რა სჭირთ სატრაბახო ან რატომ არის ბაიერნი ფავორიტი, მართლა არ მესმის მიუხედავად იმისა, რომ მინდა ბაიერნი გავიდეს. უბრალოდ ფეხბურთს რომ ნეიტრალური გულშემატკივრის თვალით შეხედო, ყოველთვის უკეთესია. მესის, სუარესს და გრიზმანს რას უპირისპირებენ, ვერ ვხვდები.თუ ბარსას დაცვა დააღებს პირს და ამის იმედად არიან, ვერაფერი ნუგეშია - არც მათი დაცვაა გაუვალი. მოკლედ აღდგომა და ხვალეო. შანსებიც თანაბარი, ჩემი აზრით , უფრო 60/40 ბარსელონას სასარგებლოდ
: )))))))
12 აგვისტო 2020 19:43
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული