გასპერინი: შესაძლებლობათა ჭა გაგვაჩნია და ფული საჭირო არ არის

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან 1:2 დამარცხებული "ატალანტას" მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული იყო, თუმცა მატჩი და თავისი გუნდის გარჯა ობიექტურად შეაფასა.

"გულდასაწყვეტია, რადგან გვეგონა, ამ არაჩვეულებრივ მიზანს მივაღწევდით. ტურნირზე შესანიშნავი ასპარეზობით კმაყოფილნი ვართ. ბიჭებს შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო.

პარიზელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ - ნეიმარი და მბაპე და ბოლოს მათ გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი.

გოლი შეიძლება ადრეც გაგვეშვა და შესაძლოა, ეს უკეთესი ყოფილიყო. მძიმე სეზონის დასასრულს ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ.

ბერგამოელები მაინც იზეიმებენ, ვინაიდან ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. სწორედ
ეს გვთხოვეს. ჩვენ ბრძოლის უნარი და იდეები გაგვაჩნია, უსაზღვრო ჭა, რომლიდანაც მომავალში ამოსაღებს ამოვიღებთ, ამისათვის ფული საჭირო არ არის", - ციტირებს გასპერინის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ გასპადინ გასპერინ ფული საჭირო როგორ არ არი ე მაგ ფულმა გადაწონა ბოლოს თუ არა კი ქონდა მოგებული ფული ბაბა ფული თუმცა ატალანტა და შენც მაგრები ხართ.
dato
17:39 13-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული