რუმენიგე: მესიზე დევისი იზრუნებს - ის ამ სეზონში არავის დაუჯაბნია

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 19 წლის კანადელი ალფონსო დევისი "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის მეურვეობას თავს წარმატებით გაართმევს.

"ალფონსომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბუნდესლიგის საუკეთესო ახალწვეულად სამართლიანად დაასახელეს.

თუ მესი მის ფლანგზე ითამაშებს, ალფონსო ლეოს მეურვეობაზე იზრუნებს. ეს რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანა იქნება. ამ სეზონში დევისი არავის დაუჯაბნია", - განუცხადა რუმენიგემ Goal-ს.

პორტალ Globe Soccer Awards-ის რეიტინგის მიხედვით, დევისი 2020 წლის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩი 14 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Ramosi, pepe, boatengi, da ravi kidev sxva bevri msoflio donis mcveli yavs kacs ganacamebi da es devisi yofila amis camali turme, tan 19 clis, ramosi 19 celia fexburts tamashobs da miuxedavad imisa ro mesi aruyvars didad, ambobs sul imas ro yvelaze rtulad satamashoa mis cinaagmdego. Or saatshi gavigebt vinaa devisi.
Milani
14 აგვისტო 2020 21:38
6
გაიგე ხო ვინცაა ახლა
Tina
15 აგვისტო 2020 12:33
0
რავი, რამოსი ინდივიდუალურად სულაც არ არის ძლიერი. აი მესი კი იმდენმა დაჩაგრა და ამოკეტა, ნაკრებში განსაკუთრებით, რომ თვლაც აღარ აქვს უკვე
ნიკა
15 აგვისტო 2020 01:32
0
tkven kvelaze ertad ki Messi & Co.izruneben, Herr Rummenigge. nametani tvitdajerebuli chanxart da tavi camokavit, rac tkveni naciistvis damaxasiatebelia.
Goga
14 აგვისტო 2020 13:14
5
ბოატენგიც საოცარი იყო მაშინ შღვინტივით რონ დააგდო.სანამ კარიერას არ დაამთავრებს მას უკვე ვეღარ დაჯავნის ვერავინ.ბაიერნი ძლიერია ბარსაზე მაგრამ ეგება სეტიენს ერთხეკ მაინც გაუვარდეს ბოლობოლო
თემური
14 აგვისტო 2020 11:30
1
დევისი ძალიან სწრაფია,მაგრამ მესის დაჭერა ერთ კაცს,მით უფრო 19 წლისას,არა მგონია ვინმეს შეეძლოს.თუმცა, თვითონ ბაიერნია ახლანდელ ბარსაზე უკეთ დაკომპლექტებული და უკეთეს ფორმაში
სოსო
14 აგვისტო 2020 09:34
0
არ მომწონს რუმენიგეს და მათეუსის ამ რაოდენობით პროგნოზები და კომენტარები, ტოტალიზატორის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, თორემ წესით ამ ბავარიამ ეს ბარსა უნდ შეჭამოს
14 აგვისტო 2020 01:16
4

სიახლეები პოპულარული