სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
ადმინ რა დაინახე ასეთი გარეთ ასე რო გამწარდი :):)
ზურა
15 აგვისტო 2020 13:55
2
ყველაზე სასიხარულო ის არის რომ ის მოსაწყენი ანტიფეხბურთი ტიკიტაკი რომელიც ბარსამ დანერგა საბოლოოდ განადგურდა შემტევი,სანახაობრივი ფეხბურთით.აღარავის აღარ მოუნდება მაზოხისტების გარდა მოედნის ცენტრში 50 პასის დათვლა.
bravo
15 აგვისტო 2020 13:44
1
ადმინ რა ერჩი დედაჩემს? არ ვწერ მე ეგრე...
ზურა
15 აგვისტო 2020 13:39
1
ბარსას გულშემატკივრების გამკვირვებია,აქამდე რომ მოვიდა გუნდი არ გიკვირთ,მენახირეს რომ ჩააბარებ გუნდს და იმას ლა ლიგის ან ჩემპ.ლიგის მოგებას მოთხოვ მსუბუქათ რომ ვთქვათ იდიოტობაა.ბარსას მმართველებმა სუპერ გუნდისგან პენსიონერთა გუნდი შექმნენ და დასაცინი გახადეს.ეს ეტყობოდა ბარსას ჯერ კიდევ მაშინ რომასთან მოგებული თამაში რომ ჩააფლავეს.ამის შემდეგ უფრო უარესი მოიყვანეს გუნდის სათავეში და შედეგიც სახეზეა.
ბეგო
15 აგვისტო 2020 13:34
2
ესეთი სამარცხვინო ანგარიშით წაგება არ ეკადრება ბარსელონას ბარსელონაა რაც არ უნდა იყოს ეს ისეთი ანგარიშია ისტორიას რომ რჩება და დიდხანს გვემახსოვრება
zura
15 აგვისტო 2020 13:00
1
ნამდვილი გულშემატკივრობა მე ასე მესმის, გუნდს უჭირს? მხარში უნდა დაუდგე და არ უნდა ლანძღო. ეს ერთი მეორე, არასოდეს მახსოვს მე და რამოდენიმე ჩემმა ძმაკაცმა ვისაც ნამდვილად გვიყვარს ფეხბურთი, მოწინააღმდეგის გუნდი წაგების მერე ვაგინოთ და ვლანძღოთ. ბარსას ქომაგი ვარ და რასაკვირველია ამ წაგებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ არ მივდივარ იმ დონემდე,რომ დავიწყო ეს ფეხბურთელი წავიდეს, ის ფეხბურთელი სკამზე დაჯდეს, ერთადერთი ვინც უნდა დატოვონ თანამდებობა ესენი არიან ბართომეუ და სეტიენი და კიდევ რამოდენიმემ შტაბიდან. მერე ვკითხულობ კომენტარებს ისეთების ვისაც ბარსას წაგება ყოველთვის უხარიათ და ისეთი სიტყვებით ილანძღებიან განსაკუთრებით ლეო მესის წინააღმდეგ, რომ ვფიქრობ ამ ხალხს საერთოდ ფეხბურთი უყვართ?! ასე, რომ გიხარიათ შეიძლება შემდეგში თქვენს გუნდს დაემართოს იგივე და რა ვქნათ ჩვენც ვიხაროთ?
ბარსა გელა
15 აგვისტო 2020 12:58
1
არ არიან გელა.უბრალოდ თავს ფანებს ეძახიან და კარგი ფეხბურთი კი არ აინტერესებთ,არამედ ვიღაცაზე გულში დაგროვილი აგრესიის,სიძულვილის გადმონთხევა.ეს ვიღაცა შესაძლოა მეტოქის გუნდიც აღმოჩნდეს,მისი ფანიც,კონკრეტული ფეხბურთელიც და შესაძლოა ისინიც,ვითომ ვისი ფანიცაა.ეს უკვე არაერთხელ ვნახეთ და გამოვცადეთ.გულშემატკივრობასაც სწავლა უნდა,მაგრამ მასწავლებელი სკოლაშიც აღარ უნდათ და სტადიონზე რაღა სალაპარაკოა.წაიკითხავენ და ბევრს არ მოეწონება,მაგრამ იქნებ დაფიქრდნენ.ეგეც საქმეა.ევროთასები მოახლოვდა და ჩვენი გუნდები,აშკარაა,რომ სათანადოდ ვერ არიან მომზადებული.ახლა სჭირდებათ გულშემატკივრობა და გვერდით დგომა ქართულ კლუბებს,რომ თბილისში მოთამაშე გუნდებს მაინც, გარედან მივაწვდინოთ ხმა,ან რამენაირად გამოვხატოთ მხარდაჭერა.შარშანდელივით განკითხვის დღე თუ მოვუწყვეთ,საკულაოდ,კიდევ უფრო სუსტი გუნდები გვეყოლება.მაშინაც ასე ვფიქრობდი და არც ახლა შემცვლია აზრი,რომ საბურთალოზე გულშემატკივრის ასეთმა აგრესიამ გამოიწვია,უშუალოდ ევროთასების წინ,ქართული გუნდებიდან ლიდერების წასვლა და გუნდების კიდევ უფრო დასუსტება.მათ ძალიან კარგად იციან,რომ ჩვენი გუნდები,ძალიან შორს ვერ გავლენ და დამარცხებისათვის რა ლანძღვა გინებაც ელოდებათ.ამიტომ არჩიეს დროზე გაცლა.მათი კარგად მესმის.
სოსო
15 აგვისტო 2020 13:30
1
ნამდვილო გულშემატკივარო! ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ეხლა მთავარია გუნდს გვერდში დავუდგეთ და გავამხნევოთ. და ისეთ ვაი გულშემატკივრებს კი ვურჩევ ისწავლონ გელასაგან თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთის მოყვარული ქომაგი. გაუმარჯოს კატალონიას და ბარსას!
ბარსა გელას
15 აგვისტო 2020 13:21
6
ამათ ისე მოუვიდათ
ლაშა
15 აგვისტო 2020 12:55
0
მესის ბრალია ყველაფერი ეგ სასიზღარი. კარში რატიმ არ ჩადგა მერე იმ კარიდან რატომ არ გამოვარდა და ლენგლე და პიკე რატომ არ დააზღვია და საერთოდ..მესის ბრალი არა ის არ გინდათ კიდევ. სამი წელია ეს იდიოტი მმართველობა შლის გუნდს და ბარსას ფანიბა ყურს არ იბერტყავს. ხიდა გუშინდელის მერეც თუ არ გააგდეს ბართოლომეუ, ყველაფერი ახია მაგათზე. მესის ბრალი კი ისაა, რომ დროზე უნდა დაეყენებინა საკითხი ან მე ან ბართოლომეუ და თუ ახლაც არ გააკეთა ეგ, მაგაზეც ყველაფერი ახი იქნება.
არტ
15 აგვისტო 2020 12:38
5
ასეთი რამ ასეთ დონეზე მე პირადად მეორედ ვნახე და ორთავეში გერმანელები მონაწილეობდნენ. ერთი გუშინ და ერთი 2014 წლის მსოფლიოზე ბრაზილია 1:7 გერმანია. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანელებმა ზოგადად დანდობა არ იციან და ზეპროფესიონალურად უდგებიან საქმეს. მსგავსად კონცენტრირებული კოლექტივები მე სხვა არც მინახავს. ლაიფციგიც მსგავსს თამაშობს. ესაა ერთი მთლიანი ძრავი რომელშიც ყველა ჭანჭიკი ერთდროულად მოძრაობს და თავისი დატვირთვა გააჩნია. არ არიან კონცენტრირებულები ერთ გამოკვეთილ ლიდერზე.
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2020 12:20
1
სუარესმა ყველაზე მეტი 20 ზუსტი პასი გააკეთა.აქდან 9 მოედნის ცენტრიდან.8 გაშვებული ბურთების შემდეგ,ერთიც ტაიმის დაწყების დროს.
ბოროტი ხუმრობა
15 აგვისტო 2020 12:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული