პიკე: ეს ფსკერია, მზად ვარ წავიდე

AutoSharing Option
"ბაიერნთან" განადგურების (2:8) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" ნირწამხდარმა მცველმა ჟერარ პიკემ გააკეთა.

"კოშმარული თამაში, საშინელი შეგრძნება, სირცხვილი - ასეთია მომხდარის შესაბამისი შეფასება.

ევროტურნირებზე ასე ასპარეზობა არ შეიძლება და ეს პირველად, მეორედ ან მესამედ არ გვემართება.

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და იმედია, სასარგებლო დასკვნას გამოვიტანთ. საჭიროა რეაქცია, ცვლილებები.

ახლა არ ვლაპარაკობ არც მწვრთნელზე და არც ფეხბურთელებზე, არავისზე არ მინდა მივუთითო, მაგრამ აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებები, რადგან მსგავსი რამ პირველად არ გვემართება.

ხელშეუხებელი არავინაა, თუ ახალი სიხსლი და დინამიკაა საჭირო, მე მზად ვარ წავიდე.
პირველი ვარ, ვინც ამ შემთხვევაში წასასვლელად მზადაა, რადგან ფსკერზე დავეშვით.

რეაგირება გუნდში ყველამ უნდა მოახდინოს და გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება იქნება გუნდისთვის უკეთესი. ახლა მთავარი ესაა", - დაიჩივლა პიკემ "მარკასთან".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასე დაემარტება ყველა საპარატისტს.გამოეყავიტ ესპანეტს და ეტამაშეთ ესპანიოლს და ჟირონას
bacaca
20:20 15-08-2020
8
ერერას ვეთანხმები ზოგჯერ ცოტა შორს უნდა გაიხედო და ლეგანესი და მისნაირები შეიცოდო ესეც დამცირება სამაგალითო
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული