"ბაიერნთან" განადგურების (2:8) შემდეგ საინტერესოა გადააყენებენ თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელ კიკე სეტიენს.
თავად სეტიენმა თქვა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული, ხოლო კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ მტკივნეული მარცხი განიცადეს, ზოგიერთი გადაწყვეტილება მიღებულია, ზოგიერთს მიიღებენ და ყველაფერს მომავალ კვირაში გამოაცხადებენ.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერზე" წერს, რომ სეტიენის გადაყენება გადაწყვეტილი ამბავია.