დუბლის შემსრულებელ კოუტინიოში "ბარსელონამ" შეიძლება "ლივერპულს" 5 მილიონი გადაუხადოს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნის" ნახევარმცველი კოუტინიო 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა.

ბრაზილიელი "ბაიერნში" "ბარსელონადაა" განათხოვრებული, ის კატალონიურმა კლუბმა 2018 წელს "ლივერპულისგან" შეიძინა და ტრანსფერი ბონუსს ითვალისწინებს - თუ ფილიპე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, "ბარსა" ვალდებულია მერსისაიდულ კლუბს 5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მოკლედ, გუშინ კოუტინიომ "ბარსელონას" 2 გოლიც გაუტანა და არაა გამორიცხული, ამას გარდა კიდევ 5 მილიონით აზარალოს. რას იზამ, ასეთია ამ კლუბის გაუმართავი მენეჯმენტი.

altკოუტინიო "ბარსას" განადგურებაზე: ბედნიერი ვარ...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხო და დროა სიტიმ ჩაუტაროს გაბღენძილ გერმანელებს. გვარდიოლა ყოფილ კლუბს ამას არ დაამადლის
mdaaa
19:22 15-08-2020
18
არა აქვთ გასაბღენძი თუ რა? ასე იძახდით ბარსასთან თამაშამდეც, მაგრამ გაგიყარათ რვაჯერ, არც სიტის ელის უკეთესი დღე.
მეშინია, არ გასკდე
22:00 15-08-2020
5

სიახლეები პოპულარული