კოუტინიო "ბარსას" განადგურებაზე: ბედნიერი ვარ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მიუნხენის "ბაიერნში" განათხოვრებულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში აღნიშნული გუნდების შეხვედრის შედეგი შეაფასა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში გავედით,"- აღნიშნა კოუტინიომ.

შეგახსენებთ, "ბაიერნმა" "ბარსელონას" 8:2 მოუგო. 1946 წლის შემდეგ კატალონიურმა გრანდმა პირველად გაუშვა 8 გოლი. "ბაიერნი" კი ლიგის ნახევარფინალში "სიტისა" და "ლიონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მომზადებული Daily Mail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ისე კარგად ერკვევი კახაბერ სამედიცინო საქმეში შენ უროლოგიც კი იქნები ასე წარმოვიდგინე ნასწავლი
1
3 წელიწადში ბარსამ 4 ფეხბურთელში კოუტი,დემბელე,დე იონგი,გრიზმანი 500 ათასი ევრო გადაიხადა და ერთი მაგდენი კიდევ დანარჩენ 10 კაცში.მილიარდი დახარჯეს შედეგი ნული.თან ამ მოედანზე მოსეირნე მესიმ შანტაჟით 50 მილიონი ჯამაგირი დააწერა.იმაში რომ ესპანიოლებს და ეიბარებს ბურთები უყაროს და მერე იტრაბახონ რა მაგარიაო.არ უნდათ დაიჯერონ რომ სანამ მესი იქნება ვერც ბარსა და ვერც არგენტინა მნიშვნელოვანს ვერაფერს მოიგებენ.
ჩემი დანახული სიმართლე
18:16 15-08-2020
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული