მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის სასურველი მოწინააღმდეგე დაასახელა

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე საუბრობს, თუ ვის ისურვებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"კვირას მთლიანად დავიხარჯები. ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფინალში კი ვისურვებდი, რომ "ლიონს" შევხვდე. ეს ფრანგული კლუბია. თუ ჩვენ არ დავაფასებთ ჩვენს ლიგას, სხვამ ვინ უნდა დააფასოს." - ციტირებს ფრანგს Get French Football News-ი.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 აგვისტოს, პარიზულმა კლუბმა "ლაიპციგი" 3:0 გაანადგურა და ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი, სადაც ერთმანეთს "ლიონი" და მიუნხენის "ბაიერნი" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად სწორს ამბობს, მაგრამ, აქ ფრანგული კლუბის სიყვარული არაფერ შუაშია. უბრალოდ, ფინალში პსჟ-ს ბაიერნთან გაცილებით ნაკლები შანსი ექნება, ვიდრე ლიონთან.
ზურა
14:48 19-08-2020
2
რა ჭკვიანად და სწორად აზროვნებს.არადა პატარა ბიჭია.
Master
14:19 19-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული