მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" სტადიონზე მომხდარი სირცხვილის ჭამა არ აკმარა და ახლა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ კატალონიელებს დასცინა კიდეც.
ფოტო, რომელიც ივლისშია გადაღებული და ბუნდესლიგის ზედიზედ 8-ჯერ მოგებას აღნიშნავს, გერმანელებმა სოციალურ ქსელში ახლაც განათავსეს. მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები თავის დროზე ვარჯიშის დროს სიმეტრიულად ისე დადგნენ, რომ დრონით გადაღებულ ფოტოზე "8-იანი" იყო გამოსახული.
გერმანელების დაუნდობლობის შესახებ არსებული ხმები ტყუილი რომ არაა, ამ მაგალითიდანაც ჩანს. კატალონიელებს ჯერ საქვეყნოდ მოჭრეს თავი, ახლა კი მიცვალებულს საფლავშიც არ ასვენებენ...
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მე რო დავცინო ჩემს მეგობართან კიდე მესმის,მაგრამ ამხელა კლუბი ხარ, რას ტაკიმასხარაობ. თავის გაჭირვება არ ეყოფათ?
არაუშავს ბარსას ფანებო, მომავალ წელს რეალს დაეჯახება და თქვენს მაგივრად შურს ვიძიებთ, როგორც წინაზე.