მბაპე: ამბობდნენ, ტუხელს ვარსკვლავების მწვრთნელობა არ შეუძლიაო

AutoSharing Option
"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ თავისი გუნდის მწვრთნელი ტომას ტუხელი შეაქო.

"მე არაერთხელ გავიგე, თითქოს ის გუნდს ვერ აკონტროლებს, ვარსკვლავების მწვრთნელობა არ შეუძლია, ამის გაკეთება არ იცის.

მართალი გითხრათ, ვფიქრობ, ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ყველა ტურნირი მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით.

მან ყველა საჭირო ფორმაში ჩაგვაყენა. რა თქმა უნდა, სეზონისას ჩავარდნებიც გვქონდა. მისი გვჯერა. ფინალში მისთვისაც ვითამაშებთ", - ციტირებს მბაპეს RMC Sport-ი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს ლისაბონის "და ლუშის" სტადიონზე თბილისის დროით
23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მბაპე ჯობია თავმდაბალი იყო, ვიდრე მინიშნებით ვარსკვლავობაზე ილაპარაკო. ნეიმარსაც აუვარდა თავში ერთ დროს და მიიღო ის რაც მიიღო, მე მგონი თავის საქციელზე დასკვნა გამოიტანა და ნელნელა უბრუნდება თავის ფორმას. ასე მოიქეცი შენც. ნამეტანი არაფერი ვარგა.
goCa
10:20 23-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული