ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მოგება "ლევერკუზენს" მიულოცა - მათ მადლობა გადაუხადეს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნთან" 0:1 დამარცხების შემდეგ ტურნირზე გამარჯვება შეცდომით ლევერკუზენის "ბაიერს" მიულოცა:

"წაგება სპორტის ნაწილია, ჩვენ ყველანი ვცდილობთ და ბოლომდე ვიბრძვით. ყველა თქვენგანს მხარდაჭერისათვის მადლობას გიხდით და "ბაიერს" გამარჯვებას გილოცავთ".

ლევერკუზენულმა კლუბმა ნეიმარს უმალ "ტვიტერით" უპასუხა: "გმადლობთ! არ ვიცით, რატომ გვილოცავთ, ჩვენ ხომ შვებულებაში ვართ და ვიდეოთამაშებით ვერთობით, მაგრამ მაინც მადლობლები ვართ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ძაან სტისლერი გახდა. ეტყობა შოკშია დედამისის ამბების გამო
2
ასეთი კაცი ვაფშე როგორ უნდა შეუშვა სტადიონზე, ამას ხომ შეიძლება შუა თამაშის დროს კარები აერიოს და საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანოს.
მარადონა
14:06 25-08-2020
12

სიახლეები პოპულარული