დვალის "ფერენცვაროშმა" "სელტიკს" სძლია, გვილიას "ლეგია" კი "ომონიამ" გააგდო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 მატჩი ჩატარდა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესო "ქართული გუნდების" ამბებია.

ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" გლაზგოში 2:1 დაამარცხა "სელტიკი" და მესამე ეტაპზე გავიდა. ტრავმამორჩენილი დვალი მწვრთნელმა სერგეი რებროვმა დაცვის გასაძლიერებლად 86-ე წუთზე თავდამსხმელ ტოკმაც ნგუენის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.

ვაკო გვილიას "ლეგია" კი ვარშავაში 0:2 დამარცხდა კვიპროსის "ომონიასთან". 54-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა გუნდის მცველ იგორ ლევჩუკს და მწვრთნელი ალეკსანდარ ვუკოვიჩი იძულებული შეიქნა, ტაქტიკური ცვლილება განეხორციელებინა - გვილია მცველ მატეუშ ვიეტეშკათი
შეცვალა.

იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო. პოლონურმა გუნდმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეძლო, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფებმა ბოლომდე ვეღარ გაუძლეს, მარცხი განიცადეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

სხვა მატჩები:

ალკმაარი - პლზენი 3:1 (ძირ. დრო 1:1)
სუდუვა - მაკაბი 0:3
ცელიე - მოლდე 1:2
ყარაბაღი - შერიფი 2:1
ლოკომოტივა (ზაგრები) - რაპიდი 0:1
ლუდოგორეცი - მიდტიულანდი 0:1
კლუჟი - დინამო (ზაგრები) 2:2, პენ 5:6
დინამო (ბრესტი) - სარაევო 2:1
იანგ ბოისი - კლასვიკი 3:1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული