უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ქართველი ტიტანების ჯახში მოყვა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ჟენევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

32 კლუბი 8 ქვეჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:

A  ჯგუფი: ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, მოსკოვის ლოკომოტივი;

B ჯგუფი: რეალი, შახტარი, ინტერი, გლადბახი;

C ჯგუფი: პორტუ, მანჩესტერ სიტი, ოლიმპიაკოსი, მარსელი;

D ჯგუფი: ლივერპული, აიაქსი, ატალანტა, მიდტიულანდი;

E ჯგუფი: სევილია, ჩელსი, კრასნოდარი, რენი;

F ჯგუფი: ზენიტი, დორტმუნდი, ლაციო, ბრიუგე;

G ჯგუფი: იუვენტუსი, ბარსელონა, კიევის დინამო, ფერენცვაროში;

H ჯგუფი: პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი, ისტანბულ ბაშაქშექირი;

"სიკვდილის ჯგუფები" შეგვიძლია D, F და H ჯგუფებს ვუწოდოთ.

"აიაქსი" და
"ატალანტა" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ და "ლივერპულს", ალბათ, დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ, ერთმანეთთან გასამართ მატჩებზე რომ არაფერი ვთქვათ.

"დორტმუნდი" F ჯგუფში ცალსახად საუკეთესო გუნდია, თუმცა "ზენიტი" და "ლაციოც" არაფერს დათმობენ.

H ჯგუფს რაც შეეხება, პსჟ-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დამატებული  ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალისტი "ლაიპციგი" აშკარა ინტრიგას ქმნის.

დანარჩენ ჯგუფებში კი 1 ან 2 გამოკვეთილი ფავორიტი მაინც არის.

განსაკუთრებულ დატვირთვას G ჯგუფი იწვევს, რომელშიც "იუვე" და "ბარსა" მოხვდნენ. რონალდუ და მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. ამ ჯგუფში იასპარეზებს ლაშა დვალის "ფერენცვაროშიც".

ტეგები: