უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"რეალის" ლეგენდა: ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდამ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შესახებ ისაუბრა.

"მინდა ვთქვა, რომ შეჯიბრების ფავორიტი "რეალი" არაა. კლუბი გარდამავალ პერიოდშია და საკმაოდ გაუჭირდება, ძალიან ბევრი რამ სხვადასხვა დეტალზე იქნება დამოკიდებული.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭიროა ყველაფერი დაემთხვეს. წარმატებისთვის ისტორიული წონაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვალდანომ.

"ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში "ინტერთან", "შახტარსა" და "მიუნხენგლადბახთან" ერთად ითამაშებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით