რას გვიმზადებს 2020-2021 წლის ჩემპიონთა ლიგა?

AutoSharing Option
2020-2021 წლის ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ დიდ სანახაობას გვპირდება.


მესი - რონალდოს წინააღმდეგ


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, ამ გუნდის ლიდერები ელ კლასიკოს მთავარი ვირტუოზები იყვნენ, დღეს კი, ისტორიაში პირველად, ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.


"ბაიერნი" - "ატლეტიკო", ლუკა ერნანდესის დაბრუნება


"რეკორდმაისტერი" გასაოცარ ფორმაშია, ხოლო "ატლეტიკო" თავის მხრივ სასწაულად ძლიერდება. გუნდმა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ლუის სუარეზი დაიმატა. ამით "ჩოლომ" მათი შეტევა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა, ხოლო "ბაიერნი" უბრალოდ სისტემაა, რომელიც "საათივითაა აწყობილი".


არტური - პიანიჩი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ


ესპანურმა და
იტალიურმა გრანდებმა ნახევარმცველები გაცვალეს. საინტერესოა როგორ თამაშს ჩაატარებენ ისინი, განსაკუთრებით არტური, რადგან ის პიანიჩის ტრანსფერში გამოიყენეს და ყოფილი გუნდისთვის გარკვეული შურისძიების სურვილი ექნება.


"პარი სენ ჟერმენი" "ლაიფციგის" წინააღმდეგ



გასული სეზონის ნახევარფინალური წყვილი ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდება. შეგახსენებთ ნახევარფინალში ფრანგებმა იმარჯვეს.

"ლივერპული", "აიაქსი" და "ატალანტა" ერთ ჯგუფში ითამაშებენ

ამ გუნდების ფილოსოფიიდან გამომდინარე სანახაობრივი თამაშის მოლოდინი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მათ უყვართ შეტევა და როგორც წესი, მათი მონაწილეობით მატჩებში ლაღი ფეხბურთი მიმდინარეობს.
2020-2021 წლის ჩემპიონთა ლიგა სიურპრიზებს გვიმზადებს, ვნახოთ შეძლებენ თუ არა გუნდები მაყურებელთათვის მოლოდინის გამართლებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული