20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.
"ბარსელონამ" სახლში 5:1 დაამარცხა "ფერენცვაროში".
მესი ტურნირზე მე-17 სეზონს ატარებს, რაც "ბარსელონას" რეკორდია. მან ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა და გიგზის რეკორდი გაიმეორა. კუმანი მეხუთე მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გუნდს უდგას სათავეში. 68-ე წუთზე მსაჯმა პიკე გააძევა, რომელიც შემდეგ ტურში "იუვენტუსთან" ვერ ითამაშებს. ფატი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 18 წლის ასაკამდე ტურნირზე 2 გოლი გაიტანა. "ფერენცვაროშში" ლაშა დვალი სათადარიგო იყო.
"მანჩესტერმა" პარიზში დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია პსჟ-ს.
"ლაციომ", რომელიც 2008 წლის
შემდეგ პირველად იღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, რომში 3:1 მოუგო "დორტმუნდს". სტუმართა გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორი ჰოლანია. მან ტურნირზე 9 შეხვედრაში 11-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
E ჯგუფი
ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - სევილია 0:0
რენი. "როაზონი"
რენი - კრასნოდარი 1:1
გოლები: 1:0 გირასი (56, პენ), 1:1 რამირესი (59)
F ჯგუფი
პეტერბურგი. "გაზპრომი"
ზენიტი - ბრიუგე 1:2გოლები: 0:1 დენისი (63), 1:1 ხორვატი (74, საკ. კარში), 1:2 დე კატელარე (90+3)
რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 იმობილე (6), 2:0 ლუის ფელიპე (23), 2:1 ჰოლანი (71), 3:1 აკპა-აკპრო (76)
G ჯგუფი
კიევი. "ოლიმპიისკი"
დინამო (კ) - იუვენტუსი 0:2 გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)
ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ფერენცვაროში 5:1
გოლები: 1:0 მესი (27, პენ), 2:0 ფატი (42), 3:0 კოუტინიო (52), 3:1 ხარატინი (70, პენ), 4:1 პედრი (82), 5:1 დემბელე (89)
გაძევება: პიკე (68)
პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდესი (23, პენ), 1:1 მარსიალი (55, საკ. კარში), 1:2 რეშფორდი (87)
ლაიპციგი - ისტანბული 2:0
გოლები: 1:0 ანხელინო (16), 2:0 ანხელინო (20)