"რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მან ლა ლიგაზე "კადისთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შეცვალეს. სავარაუდოდ, ის ელ კლასიკოს არ გამოტოვებს.
"შახტართან" აგრეთვე ვერ ითამაშებენ ედენ აზარი, მარტინ ედეგორი და დანი კარვახალი.
"რეალისა" და "შახტარის" მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.