ჩემპიონთა ლიგა. I ტური: ტურნირი პოსტსაბჭოთა გუნდების მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტური ორი მატჩით გაიხსნა.

"ზენიტმა" საკუთარ მოედანზე კი მოახერხა "ბრიუგესთან" ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და დამარცხდა.

კიევის "დინამომ" სახლში მხოლოდ შესვენებამდე გაუძლო "იუვენტუსს",. მეორე ტაიმში ალვარო მორატამ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს პირველი გამარჯვება მოუპოვა. მასპინძელთა გუნდში სათადარიგო იყო ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი.

"იუვეს" მცველმა ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მიიღო და მე-19 წუთზე შეცვალეს. მან შეხვედრის წინ თქვა, რომ ვალდებულები იყვნენ, მოეგოთ.

F ჯგუფი

პეტერბურგი. "გაზპრომი"
ზენიტი - ბრიუგე 1:2
გოლები: 0:1 დენისი (63), 1:1
ხორვატი (74, საკ. კარში), 1:2 დე კატელარე (90+3)

G ჯგუფი

კიევი. "ოლიმპიისკი"
დინამო (კ) - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რუსული ნარატივია ზენიტის ჩაფლავების გადასაფარად. გუშინდელი შედეგები ისედაც დევს სხვა სტატიაში.
DJ
21 ოქტომბერი 2020 13:39
0
რა პოსტსაბჭოთა. რეებს წერთ. რა ტერმინია საერთოდ.
რა იყო, მოსკოვიდან ხომ არ იღებთ დავალებებს?
გენა
21 ოქტომბერი 2020 09:59
4
ეს სათაური (და სტატიაც) რუსული ნარატივის ნაწილია. მათმა ძვირინამა ზენიტმა შინ წაასხა და აღარ იცია, რა ქნან. იქნებ, ბელგიელებს გაუკეთონ დეპორი რუსეთიდან. კიევის დინამომ იუვესთან მაინც წააგო, არადა პესეჟემ წააგო შინ. პოატსაბჭოთა ბაბუაშენია.
DJ
21 ოქტომბერი 2020 09:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული