ჩემპიონთა ლიგა. დღე 2. ომი "ალიანს არენასა" და "იოჰან კრუიფის" მოედანზე

AutoSharing Option
დღეს, 21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე დღის მატჩები გაიმართება, სადაც "ბაიერნი" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო "აიაქსი" - "ლივერპულს". 

ორივე მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. 


"ბაიერნი" - "ატლეტიკო"

ორივე გრანდმა სატრანსფერო ფანჯარა კარგად გამოიყენა. "რეკორდმაისტერმა" "მანჩესტერ სიტიდან" ლეროი სანე დაიმატა, ხოლო "ატლეტიკომ" - ლუის სუარესი "ბარსელონადან". 

ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და 2-2 ჯერ გაიმარჯვეს.

პირველად 2015-16 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც "ატლეტიკომ" სტუმრად გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა. 

ხოლო ბოლო ორი შეხვედრა 2016-17 წლების ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, სადაც ორივე გუნდმა საკუთარ
მოედანზე 1:0 დაამარცხა მეტოქე. 

სავარაუდო შემადგენლობა:

"ბაიერნი" - ნოიერი, პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი, კიმიხი, გორეტსკა, დუგლას კოშტა, მიულერი, კომანი და ლევანდოვსკი. 

"ატლეტიკო" - ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ჰერმესო, ლორენტე, კოკე, ექტორ ერერა, კარასკო, ჟოაო ფელიში და ლუის სუარესი. 

მატჩს გამოტოვებენ:

"რეკორდმაისტერის" მხრიდან - გნაბრი, სანე და ტილმანი. 
ესპანელების მხრიდან - კოშტა, ხიმენესი, ვრსალკო და საულ ნიგესი. 

პრესკონფერენციაზე "ატლეტიკოს" დამრიგებელმა სიმეონემ განაცხადა:

"ჩვენ ვპროგრესირებთ, ვთამაშობთ, როგორც გუნდი. 2016 წლის შემდეგ ჩვენ "ბაიერნს" არ შევხვედრივართ. რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ვეთამაშებით ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მსოფლიოში".

"ბაიერნის" თავკაცმა ფლიკმა პრესკონფერენციაზე თქვა:

"ატლეტიკოს" მსოფლიოში საუკეთესო დაცვა ჰყავს. მე არ ვიყურები წარსულში, მე ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ. ჩვენ შევისწავლეთ ისინი, ვიცით მათი სუსტი და ძლიერი წერტილები".


"აიაქსი" - "ლივერპული"

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან. შეგახსენებთ, 2 სეზონის წინ ისინი ერთმანეთს ფინალში უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ "აიაქსმა" "ტოტენჰემთან" დიდი უპირატესობა გაანიავა და მეორე ტაიმში 3 ბურთი მიიღო. 

ორივე გრანდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ყურადღებას სწორედ ამით იქცევს. 

სავარაუდო შემადგენლობა:

"აიაქსი" - ონანა, მაზრაოი, შურსი, ბლინდი, ტალიაფიკო, კლაასენი, კურუსი, პრომესი, ნერეში, ტადიჩი და ენტონი. 

"ლივერპული" - ადრიანი, არნოლდ, ფაბინიო, გომესი, რობერტსონი, ვაინალდუმი, მილნერი, მანე, სალაჰი და ჟოტა. 

"აიაქსი" ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.

რაც შეეხება "ლივერპულს", მათ ალისონი, ვან დეიკი და ოქსლეიდ ჩემბერლენი გამოაკლდებათ. ასევე საეჭვოა მატიპისა და ტიაგო ალკანტარას თამაში.

პრესკონფერენციაზე "ლივერპულის" დამრიგებელმა იურგენ კლოპმა "აიაქსის" მიმართულებით თბილი სიტყვები არ დაიშურა. მან განაცხადა, რომ:

"აიაქსი" დიდებული გუნდია. ინგლისში თამაშის შემთხვევაში ისინი ბევრად ძლიერები იქნებოდნენ. ისინი ზრდიან დიდებულ მოთამაშეებს. ეს გუნდი გახლავთ დიდებული ისტორიის, ასევე დიდებული მწვრთნელებითა და მოთამაშეებით. მათ გაყიდეს მოთამაშეები და მაინც იმავე დონეზე არიან. ეს გასაოცარია". 

"აიაქსის" დამრიგებელმაც ვერ დამალა სიმპათიები ინგლისელების მიმართ. 

ტენ ჰაგი: "ლივერპულმა" წინა წელს პრემიერლიგა მოიგო, ორი წლის წინ კი - ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ისინი საუკეთესოები არიან. 

მინდა  ჭკვიანურად მოთამაშე "აიაქსი" ვნახო. გუნდი, რომელიც მოედანზე თვითონ თამაშობს". 

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსამ" "ფერენცვაროში" არ დაინდო, "მანჩესტერმა" პსჟ-ს მოუგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
წესით აიაქსმა უნდა მოუგოს ლივერპულს თქვენ საიტს თუ დავეყრდნობით ლივერპული 10 კაცით თამაშობს და მაგ პრინციპით
maroko
17:22 21-10-2020
0
ომი არა კვახი
გიო
14:49 21-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული