21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღის მატჩები ჩატარდა.
დიდებული სტარტი აიღო ტურნირზე "ბაიერნმა", რომელმაც დაცვით ქებულ "ატლეტიკოს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ეს ტურნირზე "რეკორდმაისტერის" მიჯრით მე-12 გამარჯვებაა.
კვლავ განგვაცვიფრა "ატალანტამ", რომელმაც დანიაში "მიდტიულანდი" გაანადგურა. ლუკაკუმ დუბლით "ინტერს" "გლადბახთან" საკუთარ მოედანზე ქულა მოუპოვა. მის ანგარიშზე ევროტურნირების ბოლო 9 მატჩში 10 გოლია. პირველ ტურში სერია A-ს სამმა გუნდმა იმარჯვა, მხოლოდ "ინტერმა" დაკარგა ქულები.
"მანჩესტერ სიტიმ" სახლში "პორტუს" თამაში შემოუტრიალა. "ლივერპულმა" ტალიაფიკოს ავტოგოლით სტუმრად მოუგო "აიაქსს". ინგლისურ კლუბებს
სასტარტო ტურში იტალიელების მსგავსი შედეგი აქვთ - 3 მოგება და "ჩელსის" 1 ფრე.
A ჯგუფი
ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ლოკომოტივი (მ) 2:2
გოლები: 0:1 ედერი (19), 1:1 სობიოსლაი (45),2:1 იუნუზოვიჩი (50), 2:2 ლისაკოვიჩი (75)
მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ატლეტიკო 4:0
გოლები: 1:0 კომანი (28), 2:0 გორეცკა (41), 3:0 ტოლისო (66), 4:0 კომანი (72)
B ჯგუფი
მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - შახტარი 2:3
გოლები: 0:1 ტეტე (29), 0:2 ვარანი (33, საკ. კარში), 0:3 სოლომონი (42), 3:1 მოდრიჩი (54), 2:3 ვინისიუსი (59)
მილანი. "სან სირო"
ინტერი - გლადბახი 2:2
გოლები: 1:0 ლუკაკუ (49), 1:1 ბენსებაინი (63, პენ), 1:2 ჰოფმანი (84), 2:2 ლუკაკუ (90)
C ჯგუფი
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - პორტუ 3:1
გოლები: 0:1 ლუის დიასი (14), 1:1 აგუერო (20, პენ), 2:1 გიუნდოგანი (65), 3:1 ფერან ტორესი (73)
პირეოსი. "კარაისკასი"
ოლიმპიაკოსი - მარსელი 1:0
გოლი: კოკა (90+1)
D ჯგუფი
ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - ლივერპული 0:1
გოლი: ტალიაფიკო (35, საკ. კარში)
ჰერნინგი. "MCH არენა"
მიდტიულანდი - ატალანტა 0:4
გოლები: 0:1 საპატა (26), 0:2 გომესი (36), 0:3 მურიელი (42), 0:4 მირანჩუკი (89)